ბარსელონა ზაფხულში მხოლოდ ერთ დიდ ტრანსფერს გეგმავს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" 2023/24 წლების სეზონისთვის მხოლოდ ერთ დიდ ტრანსფერს გეგმავს.
წყაროს ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტრანსფერი მარტინ სუბიმენდი იქნება, რომელიც სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად "ბარსას" ფავორიტია.
რაც შეეხება სხვა შენაძენებს - კატალონიური კლუბი ფეხბურთელების იჯარით აყვანას, თავისუფალი აგენტების დამატებასა და ახალგაზრდების დაწინაურებას აპირებს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი "ბარსელონაში" გეგმავენ, რომ ისეთი ფეხბურთელები მოძებნონ, რომელთაც ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტები 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ და რომელსაც ხელში უფასოდ ჩააგდებენ ან სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]