სერხიო აგუერო მოედანს სხვა ბარსელონას მაისურით უბრუნდება

სერხიო აგუერო მოედანს სხვა ბარსელონას მაისურით უბრუნდება

სერხიო აგუეროს "ბარსელონას" მაისურით კიდევ ერთხელ ვიხილავთ, მაგრამ არა ესპანური "ბარსელონას" მაისურით.

34 წლის არგენტინელმა კარიერა დაახლოებით ერთი წლის წინ გულის პრობლემების გამო დაასრულა. აგუეროს თქმით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ექიმებისგან ამხანაგურ შეხვედრაში თამაშის უფლებაც მიიღო.

კარდიოლოგს გავესინჯე, კარგად ვარ და ვარჯიშიც უკვე დავიწყე.
იმედი მაქვს, მოედანზე ყოფნით სიამოვნებას კვლავ მივიღებ.

- ციტირებს სერხიოს სიტყვებს Football Espana.

28 იანვარს ეკვადორის "ბარსელონა" "ორენსეს" ამხანაგურად დაუპირისპირდება. აგუერო ეკვადორული გუნდის მაისურით ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 11 იანვარი 2023 02:03
    1
    ბარსა როგორ გულით უყვარს, ეს დასაფასებელია
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #2 10 იანვარი 2023 16:27
    3
    ციტატა: jack slater
    ატლეტიკოდან ამის მოყვანა უნდა ეჩალიჩათ თავის დროზე და არა ფულის მონა სლეიმარის....

    ნეიმარს ვინც ვერ აფასებთ ფეხბურთი არ გესმით. ტორესი და რაფინია,რომ გყავთ 5 მილიონიანი ხელფასით ხო აშენდით... ისევ ნეიმარისთვის გადაეხადათ 20 მლნ ჯობდა ვიდრე მის მაგივრად კოუტინიო,გრიზმანი,დემბელე და დანარჩენებში ფული გაეფლანგათ. ნეიმარს კი აქვს 2022 წელს 50 გოლს+ასისტი და თქვენ ითვალეთ ფერანის კარში დარტყმები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2023 12:33
    3
    რა თამაში დაჯექი და თავს მიხედე, მთელი ცხოვრება წინა გაქვს მაინცდამაინც მოედანზე გინდა სიკვდილი.