დანი ოლმო: ბარსა ჩემი სახლია, დაბრუნებას ვისურვებდი
"ლაიფციგის" ესპანელი შემტევი დანი ოლმო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ბარსელონა" მისი სახლია და კატალონიურ გუნდში დაბრუნებას ისურვებდა.
როდესაც პატარა ვიყავი, ამ კლუბში 6 წელი გავატარე. "ბარსელონა" ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. ეროვნულ გუნდში ჩემი არაერთი თანაგუნდელი ამ კლუბში თამაშობს.
ერთ დღეს დაბრუნებას ვისურვებდი. ეს ძალიან კარგი იქნებოდა.
ესპანეთი ჩემი ქვეყანაა, ლა ლიგა ჩემი ჩემპიონატია. ჩემი ოჯახი და მეგობრები იქ ცხოვრობენ.
- აცხადებს 24 წლის ფეხბურთელი Bild-თან საუბრისას.
ოლმო "ბარსელონას" აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრების "დინამოს" მიაშურა. მას შემდეგ ესპანელის "ბლაუგრანაში" დაბრუნების საკითხი არაერთხელ წამოიჭრა, მაგრამ "ბარსა" ზოგჯერ საბოლოოდ უარს ამბობდა, ზოგჯერ კი პრობლემას ფინანსები ქმნიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]