ბარსელონას ბროზოვიჩის იჯარით აყვანა სურს და ლა ლიგისგან პასუხს ელოდება
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" მარსელო ბროზოვიჩის იჯარით აყვანას (გამოსყიდვის უფლებით) შეეცდება, თუმცა "ინტერის" დარწმუნება მარტივი არ იქნება.
ამასთან, წყაროს ცნობით, "ბარსა" ლა ლიგისგან პასუხს ელის იმის თაობაზე, მემფის დეპაის წასვლის შემდეგ გათავისუფლებული სახელფასო ფონდით ტრანსფერის განხორციელებას ან გავისა და არაუხოს ახალი კონტრაქტების დარეგისტრირებას შეძლებს თუ არა.
ლა ლიგის ახალი რეგულაციების მიხედვით, იმ კლუბს, რომელიც სახელფასო ლიმიტს გადააჭარბებს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემოსავლის მხოლოდ 40%-ის დახარჯვა შეეძლება.
ეს ნიშნავს, რომ მემფის დეპაის წასვლით "ბარსელონას" ტრანსფერებში მხოლოდ €3.8 მილიონის გაღება შეუძლია.
ლა ლიგა საბოლოო ვერდიქტს მალე მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]