მარადონა: "მესი ფანტასტიური ფეხბურთელია"

მარადონა: "მესი ფანტასტიური ფეხბურთელია"

"ალ ვასლის" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ ანდრეს მესის, მიმართ. იტყობინება გამოცემა "Clarin". ამჯერად ფეხბურთის ლეგენდა გაოგნებული დარჩა ლიონელის ასპარეზობით ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, სადაც კატალონიელებმა 3:1 მოუგეს ინგლისურ "მანჩესტერ იუნაიტედს".

 

"მესიმ კიდევ ერთი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაატარა. იგივეს ვიტყვი ჩავი ერნანდესზე. იმედია არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ ლიონელი ფანტასტიური ფეხბურთელია. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ასპარეზობით. ის შესანიშნავი პიროვნებაა და სწორედ ლეომ შემოაღო პირველად ჩემი ოთახის კარები მას შემდეგ, რაც დავმარცხდით მსოფლიო ჩემპიონატზე. მას საშინლად არ უყვარს დამარცხება. "ბარსელონამ" გაამართა ფავორიტის სტატუსი. კატალონიელებმა "წითელ ეშმაკუნებს" ყველა ასპექტში აჯობეს. შეიძლება ითქვას, "ბარსელონა" სრულყოფილი მექანიზმია, რომელსაც არანაირი ხარვეზი არ აქვს". დაასრულა დიეგო არმანდო მარადონამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.