5 მიზეზი, რატომაც ბარსელონა უპირატესობას ვიტორ როკეს ანიჭებს

5 მიზეზი, რატომაც ბარსელონა უპირატესობას ვიტორ როკეს ანიჭებს

უკვე დიდი ხანია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ვიტორ როკეთი ინტერესდება, რომელიც ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტალანტია და ბრაზილიის სერია ა-ში უკვე რეგულარულად თამაშობს.

კატალონიურმა გამოცემამ Sport-მა 5 მთავარი მიზეზი გამოყო, რატომაც "ბარსა" სხვებთან შედარებით უპირატესობას სწორედ როკეს ანიჭებს.

გამოცდილება ახალგაზრდულ ასაკში

როკეს პროფესიონალურ დონეზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. მის ანგარიშზე 52 მატჩია. გარდა ამისა, 20-წლამდელთა კოპა ამერიკაზე ბრაზილის ნაკრების 9 გოლიდან 5 სწორედ ვიტორზე მოდის. ბევრი ვარაუდობს, რომ 2026 წელს ის "სელესაოსთან" ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე წავა - ამ დროს ბრაზილიელი მხოლოდ 21 წლის იქნება.

თავდამსხმელის ინსტინქტი

რა თქმა უნდა, შემტევისთვის მთავარია, რომ გოლების გატანის უნარი მაღალ დონეზე ჰქონდეს განვითარებული. როკეს მეტოქეთა კარის აღება ნამდვილად არ უჭირს და კლასიკური 9-იანის თვისებებსაც ავლენს.

უნივერსალიზმი

მიუხედავად იმისა, რომ მისი ფავორიტი პოზიცია ცენტრია, ბრაზილიელს ფლანგზე გადასვლაც შეუძლია. როკე უნივერსალია და მოედნის მესამეში მოქმედება ნებისმიერ ადგილას შეუძლია.

ხასიათი

ასაკის მიუხედავად, როკეს ძლიერი მენტალიტეტი გამოარჩევს. ის ბრძოლაში შესვლასა და დრიბლინგს არ ერიდება.

პერსპექტივა 

ვიტორს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გახდეს. კატალონიური კლუბის იდეა ისაა, რომ მან რობერტ ლევანდოვსკისგან ისწავლოს, საბოლოოდ კი პოლონელი ჩაანაცვლოს. "ბარსაში" სჯერათ, რომ როკეს მის დონემდე ასვლა შეუძლია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 თებერვალი 2023 17:06
    0
    ჩვენთვის ერთიც საკმარისი იქნებოდა: გოლების გატანა, თორემ ლევანას გარდა კარში ვერავინ ვერ ურტყავს, უფრო სწორად ურტყავენ ოღონდ ჩარჩოში ვერ ახვედრებენ. იქამდე მივედით ნახევარმცველებს ვავალდებულებთ გოლის გატანას.
    Culé [?]
    #6 4 თებერვალი 2023 21:50
    0
    ეეებიჭო, გაჩითეთ ასეთებიიი, აბა ფერანის ფატისა და რაფოს იმედზე? დაჟე მტერსაც არ ვუსურვებ!
    Culé [?]
    #5 4 თებერვალი 2023 12:51
    3
    ძაან კაი ბიჭია თან სუას სტილისაა მოძრავი ცხრიანი დრიბლინგისიც არ ეშინია ფინიშინგიც კაი აქვს წესით ბარსას მაგრად მოერგება
    ფანი [?]
    #4 4 თებერვალი 2023 11:35
    1
    და მთავარი მიზეზი ისეაა რომ იაფი ღირს😂 თორე რა კრიტერიუმებიც აქ ეწერა ყველაფერში ჯობია ამ ეტაპზე ენრიკი. მუ გამოცდილებით იასნია ვერა ის პატარაა 2 წლით. ღმერთმა ქნას კერ ვიყიდოთ და მერე გაამართლოს. მეც არ მიყვარს ბრაზილიური ხასითი, ან ვის უყვარს😁 მაგრამ
    ბარსას უხდება ბრაზილიელი შემტევები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 თებერვალი 2023 11:09
    2
    ციტატა: Albicelecte
    იქნებ ვინმე მკვლელი ურუგვაელი გამოჩნდეს 9-იანზე?!
    რაღაც მაინცდამაინც არ მჯერა ამ ბრაზილიერო ფსევდოპისტოლეროების smiley smiley
    კიჭას მერე წესიერ ბრაზილიელ 9-იანს ვერ ვიხსენებ, თუ ლოთ ადრიანოს არ ჩავთვლით და ისიც მალე ჩაქრა

    ფირმინო და ჟეზუსი, საკმაოდ კარგი ფორვარდები არიან. კიჭას არ ვადარებ რათქმაუნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 თებერვალი 2023 01:57
    1
    იქნებ ვინმე მკვლელი ურუგვაელი გამოჩნდეს 9-იანზე?!
    რაღაც მაინცდამაინც არ მჯერა ამ ბრაზილიერო ფსევდოპისტოლეროების smiley smiley
    კიჭას მერე წესიერ ბრაზილიელ 9-იანს ვერ ვიხსენებ, თუ ლოთ ადრიანოს არ ჩავთვლით და ისიც მალე ჩაქრა
    ფანი [?]
    #1 4 თებერვალი 2023 00:32
    2
    ვნახოთ ვნახოთ, არ ჩანს ცუდი ბიჭი, ფინანსები არ გვაძლევს საშუალებას ენდრიკზე ვიჩალიჩოთ და დაე როკემ გაგვიმართლოს