ბარსელონას დაცვა რეკორდის ზღვარზე

ბარსელონას დაცვა რეკორდის ზღვარზე

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" დაცვას ლა ლიგის ლიდერობაში დიდი წვლილი მიუძღვის - გუნდს 21 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული და რეკორდის ზღვარზე იმყოფება.

სეზონის სტარტზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს არაერთი სეივის განხორციელება უწევდა, რათა გუნდი გოლისგან ეხსნა, მაგრამ კუნდე-არაუხო-კრისტენსენი-ბალდეს ოთხეულის ჩამოყალიბების შემდეგ, "ბარსას" უკანახაზი სოლიდურად გამოიყურება.

"ბარსელონა" მატჩში საშუალოდ მხოლოდ 0.33 გოლს უშვებს, რაც ლა კორუნიის "დეპორტივოს" მიერ 1993/94 წლების სეზონში დაფიქსირებული შედეგის იდენტურია. მაშინ "დეპორტმა" 22-ე ტურში 0-2 წააგო, რაც ნიშნავს, რომ "კადისთან" 2 გოლზე ნაკლების გაშვების შემთხვევაში "ბარსა" რეკორდსმენი გახდება.

საქმე ისაა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, 22 მატჩის შემდეგ 8 გოლზე ცოტა არავის გაუშვია. შესაბამისად, ამ შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი და ბალდე ლა ლიგის ისტორიაში შევლენ.

ზოგადად, სეზონში ყველაზე ცოტა გაშვებული გოლის რეკორდი სწორედ "დეპორტივოსა" (1993-94) და მადრიდის "ატლეტიკოს" (2015/16) ეკუთვნით - ორივე მათგანმა სეზონი მხოლოდ 18 გაშვებული გოლით (საშუალოდ 0.47 გოლი მატჩში) დაასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 თებერვალი 2023 15:26
    0
    ეს კარგი რეკორდია და ძალიან გამეხარდება, მაგრამ ათასჯერ უფრო გამეხარდება ლიგა რო დადონ თასთან ერთად და რეალს სამივე დარჩენილი კლასიკო მოუგონ.
    ფანი [?]
    #6 15 თებერვალი 2023 00:59
    0
    ციტატა: NEYBarca
    მაინც მგონია რო კუნდე არაუხოს დუეტი უნდა იყოს ცენტრში და ვინმე კაი შემტევი მარჯვენა მცველია დასათრევი თორე კუნდე შეტევაში მოიკოჭლებს, ნუ პასებს კი აკეთებს და კარგადაც ეხსნება ხან რაფინიას, ხან პედრის მარა სისწრაფე არ ყოფნის და ტანჯულობსავით როცა ვუყურებ მის სირბილს. ჯობს კრისტენსენი გაიყიდოს და მაგ ფულით მარჯვენა მცველი მოიყვანონ ტოპ დონე. კრისტენენის ადგილი ნდიკათი ამოავსონ და ეგაა.

    კრისტენსენს არ უნდა შეეხონ, მარჯვენა მცველის ფული ნება იბოძონ და სხვა ხალხის გაშვებით დაითრიონ, ან ხულიან არაუხო მოიყვანონ და განავითარონ ბოლომდე. უფასოდ პავარის დამატების ალტერნატივაცაა. ნდიკა ყველა ვარიანტში მოსაყვანია, კაი ბიჭი ჩანს
    Culé [?]
    #5 14 თებერვალი 2023 23:28
    0
    მაინც მგონია რო კუნდე არაუხოს დუეტი უნდა იყოს ცენტრში და ვინმე კაი შემტევი მარჯვენა მცველია დასათრევი თორე კუნდე შეტევაში მოიკოჭლებს, ნუ პასებს კი აკეთებს და კარგადაც ეხსნება ხან რაფინიას, ხან პედრის მარა სისწრაფე არ ყოფნის და ტანჯულობსავით როცა ვუყურებ მის სირბილს. ჯობს კრისტენსენი გაიყიდოს და მაგ ფულით მარჯვენა მცველი მოიყვანონ ტოპ დონე. კრისტენენის ადგილი ნდიკათი ამოავსონ და ეგაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 თებერვალი 2023 23:10
    0
    მგონი კუნდე აღარ მეცოდება მარჯვენა მცველად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2023 21:10
    2
    თუ გუნდი ტრავმებმა არ დატანჯა, ეს რეკორდიც მოიხსნება და დარჩენილ ტურებში 11 გოლი არ უნდა გაუშვან <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    ბაჩი-8
    სტუმარი [?]
    #2 14 თებერვალი 2023 21:00
    7
    კუნდე თუ გაგიჟდა მარჯვნივ ეს ოთხეული აუცილებლად ხელშეუხებელი უნდა იყოს.ტიპები ცხოველები არიან არაუხო საერთოდ სხვაგანაა 🙃:)))ამ საიტის მომხმარებლის 99% არ ეჯერა კრისტენსენის ჩემი ჩათვლით არა და რა კარგი ბიჭი ყოფილა🙃
    ფანი [?]
    #1 14 თებერვალი 2023 20:28
    5
    უნდა მოიხსნას რეკორდება, ძაან მაგარია როცა საიმედო დაცვა გყავს❤