5 ფეხბურთელი "ჩემპიონთა ლიგის" 3 თასით

5 ფეხბურთელი "ჩემპიონთა ლიგის" 3 თასით

 

ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლეო მესი "ბარსას" ის ფეხბურთლები არიან, რომლებმაც მოახერხეს და "ბარსას" მაისურით სამჯერ აღმართეს "ჩემპიონთა ლიგის" თასი...

 

"ბარსას" ხუთმა ფეხბურთელმა ბოლო 6 წელიწადში "ჩემპიონთა ლიგის" თასის აღმართვა სამჯერ მოახერხა. 

 

29 წლის ვიქტორ ვალდესი კლუბის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგის" სამ ფინალში მიიღო მონაწილეობა.  სამივე ფინალში იგი "ბარსას" კარს პირველივე წუთებიდან დაარჯობდა. პარიზისგან და რომისგან განსხვავებით, ესპანელ გოლკიპერს ბოლო ფინალურ მატჩში ბევრი საქმე არ ჰქონია.

 

გუნდის 33 წლის კაპიტანს, კარლეს პუიოლს კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. კატალონიელი ბოლო ფინალისგან განსხვავებით, პარიზშიც და რომშიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა. "უემბლიზე" მისი ხილვა ჩვენ ბოლო წუთებში შევძელით, როდესაც 88–ე წუთზე მან ამ ბოლო დროს, უცნაური ქცევებით გამორჩეული დანი ალვესი შეცვალა. მთავარი რამ, რაც მან ბოლო მატჩში გააკეთა გახლდათ ის, რომ "ჩემპიონთა ლიგის" თასის აღმართვის დროს, მან კაპიტნის სამკლაური ერიკ აბიდალს გადაულოცა.

 

ოცდათერთმეტი წლის ჩავი ერნანდესმა 2006 წლის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო 2009 და 2011 წლების ფინალებში იგი მინდორზე ერთ–ერთი საუკეთესო გახლდათ. მან ორივე შეხვედრაში მოახერხა საგოლე გადაცემის გაკეთება.

 

ანდრეს ინიესტამაც ვალდესისა და პუიოლის მსგავსად სამივე ფინალში მიიღო მონაწილეობა. პარიზის ფინალში იგი მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა. მის სასახლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ამის შემდეგ მოედანზე ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ანდრესმა სამივე ფინალში შეძლო საგოლე პასის გაკეთება.

 

ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელების მსგავსად, 23 წლის ლეო მესის ანგარიშზეც "ჩემპიონთა ლიგის" 3 თასია. პარიზის ფინალი სამწუხაროდ მან ტრავმის გამო გააცდინა, თუმცა რომისა და ლონდონის ფინალებში მაყურებელს ლამაზი დრიბლინგები და გოლები არ მოაკლო – ასიამოვნა ყველა და თვითონაც ნასიამოვნები დარჩა. "ბარსას" ისტორიაში, მხოლოდ ეტო'ოსა და მესის აქვთ "ჩემპიონთა ლიგის" ორ სხვადასხვა ფინალში გოლი გატანილი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.