ფინალი ერიკისთვის 150–ე აღმოჩნდა
ერიკ აბიდალისთვის "ჩემპიონთა ლიგის" ფინალური მატჩი "ბარსას" მაისურით 150–ე გამოდგა...
ერიკის 150–ე შეხვედრა მისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მისმა გუნდმა "ჩემპიონთა ლიგის" ტიტული მოიპოვა, თასის აღმართვის ცერემონიალის დროს, გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კაპიტნის სამკლაური სწორედ მას გადაულოცა და თასის პირველად აღმართვის სიამოვნებაც მიანიჭა.
წლევანდელ სეზონში მის ანგარიშზე 41 ჩატარებული მატჩია. აქედან 26 ქვეყნის ჩემპიონატში, 8 "ჩემპიონთა ლიგაში", ხუთი "სამეფო თასზე", ხოლო ორიც ესპანეთის "სუპერ თასზე".
2010/11 წლების სეზონში ფრანგ მცველს ძირითადად თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე უწევდა. უნდა ითქვას, რომ მას პიკეს მხარდამხარ თამაში ძალიან კარგად გამოსდიოდა და მატჩის დასრულებისას შეხვედრის ერთ–ერთ საუკეთსო ფეხბურთელადაც თამამად ასახელებდნენ. რომ არა სიმსივნე, ალბათ ერიკს "ბარსას" ფორმით მისთვის რიგით 150–ე მატჩი უკვე ჩატარებული ექნებოდა. მან თავის პირველ სეზონში (2007/08) "ბარსას" მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა. ტრიპლეტის სეზონში 32 ჩატარებული მატჩი მოაგროვა, ხოლო გასულ წელს მისი მოედანზე ხილვა მაყურებელმა 31–ჯერ შეძლო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]