სეზონი 2010/11 – საინტერესო ფაქტები

სეზონი 2010/11 – საინტერესო ფაქტები

 

2010/11 წლების სეზონში ჩატარებული 62 მატჩიდან, "ბარსამ" 45 შეხვედრა, ანუ მთელი მაჩვენებლის 73%, გამარჯვებით დაასრულა...

 

"ბარსამ" ყველაზე მეტჯერ გამარჯვება ქვეყნის ჩემპიონატში იზეიმა (79%), როდესაც "ჩემპიონთა ლიგის" შეხვედრების მიხედვით ეს მაჩვენებელი 69%–ს აღწევს. "სამეფო თასის" შეხვედრებიდან გამომდინარე "ბარსამ" გამარჯვების ზეიმი 56%–ში მოახერხა, ხოლო "ესპანეთის სუპერთასზე" გუნდი 50%–ს დასჯერდა.

 

გამართული 62 მატჩიდან ფეხბურთელებმა 45–ში გამარჯვება მოიპოვეს (79%), 11–ჯერ შეხვედრა ფრედ დაასრულეს (18%), ხოლო 6–ჯერ მარცხი გამოსცადეს (3%).

 

ბლაუგრანელმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარის დალაშქვრა 152–ჯერ შეძლეს (95 – "ლა ლიგა", 30 – "ჩემპიონთა ლიგა", 22 – "სამეფო თასი", 5 – "სუპერ თასი") და საკუთარ კარში მხოლოდ 39 მიიღეს. გაშვებული გოლების თითქმის ნახევარი "ლა ლიგას" ეკუთვნის. "ბარსა" ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2,45 გოლს იტანდა.

 

"პრიმერა დივიზიონში" ფეხბურთელები ერთ მატჩში საშუალოდ 2.5 გოლს იტანდნენ, "ჩემპიონთა ლიგაში" ეს მაჩვენებელი 2.3–ს შეადგენდა, "თასზე" – 2.4-ს, ხოლო "სუპერთასზე" საშუალო მაჩვენებელმა 2.5–ს მიაღწია.

 

პეპ გვარდიოლამ მთლიანობაში 32 ფეხბურთელი გამოიყენა, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც სეზონის პირველი გოლის ავტორადაც მოგვევლინა. "პრიმერაში" ბოლო გოლი კი მარკ ბარტრას ანგარიშზეა. ქვეყნის ჩემპიონატში პეპმა 28 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოსცადა, "ჩემპიონთა ლიგაში" 26, ხოლო "სამეფო თასზე" ოცდახუთი.

 

ამ 32 ფეხბურთელიდან (21 პირველი გუნდის, პლუს იბრა, პლუს "ბარსა ბ"–ს 10 ფეხბურთელი) 21 "ლა მასიას" აღზრდილია.

 

სეზონში ყველაზე მეტი დრო მოედანზე მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონმა, დანი ალვესმა გაატარა. მის ანგარიშზე 4,652 წუთია, რაც ლეო მესის მაჩვენებელზე 11 წუთით მეტია. 

 

ჩემპიონატების მიხედვით, "პრიმერას" ყველაზე მეტი დრო ალვეშმა დაუთმო (3,033 წთ.). "ჩემპიონთა ლიგაში" ყველაზე დიდ ხანს მოედანთან ურთიერთობა სერხიო ბუსკეტსს მოუწია (1,129 წთ.), ხოლო "სამეფო თასზე" პირველობა არავის დაუთმო პინტომ, რომლის ანგარიშზეც 864 წუთი გახლავთ.  ხოსე მანუელ პინტომ მაშერანოს ერთი წუთით, ხოლო ადრიანოს 5 წუთით გაუსწრო.

 

გუნდის გოლეადორი ლეო მესი გახდა, რომლის ანგარიშზეც ფინალის შემდეგ 53 გოლი აღმოჩნდა. არგენტინელმა 31 გოლის გატანა "პრიმერაში" მოახერხა, თორმეტის "ჩემპიონთა ლიგაში", შვიდის "სამეთო თასზე", ხოლო დანარჩენი სამი "ესპანეთის სუპერთასს" მიუძღვნა.

 

მთელი სეზონის მანძილზე "ბარსას" მხრიდან მხოლოდ 3 ფეხბურთელი იქნა გაძევებული: ვილია "სან მამესზე", პიკე "ხეტაფესთან" და პინტო "ბერნაბეუზე". უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელ ფეხბურთელს იმ შეხვედრაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.