ალექსის სანჩესი – 3 წელი "ბარსელონაში"

ალექსის სანჩესი – 3 წელი "ბარსელონაში"

კლუბში გატარებული სამი სეზონის შემდეგ ალექსის სანჩესი "კამპ ნოუს" დაემშვიდობა, ამ დროის განმავლობაში კი მან 141 შეხვედრაში 47 გოლის გატანა შეძლო. ჩილელმა 99 მატჩში გამარჯვება მოიპოვა, მასთან ერთად ჩატარებული შეხვედრებიდან გუნდმა 25 ფრედ დაასრულა, ხოლო 17ში დამაცხდა. გასული სეზონი ფეხბურთელისთვის საუკეთესო გამოდგა, მან ლა ლიგაზე 19 გოლი, ხოლო ესპნათის თასზე ორი გოლის გატანა შეძლო.

მიუხედავად ტრავმებისა, პირველ სეზონზე ფეხბურთელმა 41 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა (12 – ლა ლიგა, 1 – ესპანეთის სამეფო თასი, 2 – ჩემპიონთა ლიგა). მომედვნო სეზონზე ფეხბურთელმა სამწუხაროდ ლა ლიგაზე მხოლოდ 8 გოლის გატანა შეძლო, ესპანეთის სამეფო თასზე მან 2ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, ჩემპიონთა ლიგის შეზვედრებში კი მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – ეს ყველაფერი კი 46 ჩატარებულ მატჩში. 
კლუბში გატარებული სამი წლის განმავლობაში ჩილელმა ფეხბურთელმა შემდეგი ტიტულები მოიგო: ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი (2) და ფიოფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.