ჩავი ერნანდესი ალმერიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ალმერიასთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: კვირა, 26 თებერვალი, 21:30

ჩავი ერნანდესი "ალმერიასთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბრობს:

საკუთარ მოედანზე "ალმერია" ძლიერია. ვფიქრობ, ისინი თავს დიდი ძალებით დაიცავენ და 5 მცველით ითამაშებენ.

"რეალ მადრიდთან" მატჩზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ, რადგან ხვალ ლა ლიგაში სათამაშო გვაქვს და მოგება გვსურს.

დემბელე? ის კარგადაა, გუშინ ივარჯიშა და ფორმაშია. უსმანი ჯერ 100%-ით მზად არაა, მაგრამ დაბრუნებამდე დიდი დრო არ რჩება.

არაუხო შესანიშნავადაა, ანსუმ კი ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ, ვიმედოვნებ, კოპა დელ რეის ნახევარფინალისთვის მზად იქნება.

ყოველთვის მსურს, ძლიერი შემადგენლობა მყავდეს და დიდი არჩევანის საშუალება მქონდეს. წელს კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ გუნდი ყოველთვის უნდა გაძლიერდეს, რათა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს.

მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერგასვლაა.

მანჩესტერში კარგად გამოვიყურებოდით და მოგება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქეც ძალიან კარგ ფორმაში იყო.

ფიზიკურ ასპექტში ლა ლიგაში საუკეთესოები ვართ, ყველაზე მეტს დავრბივართ და ამას მაღალ ტემპში ვაკეთებთ.

ლევანდოვსკიმ იცის, რომ ეს გრძელვადიანი პროექტია. ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მაშინ, როცა რობერტი მოვიდა. პოლონელი ლა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგებაზეა ფოკუსირებული.

მადრიდული დერბი? თუ "ატლეტიკო" მოიგებს, ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს, მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ჩვენ საკუთარი სამუშაო უნდა შევასრულოთ, თუმცა დერბის თვალს მივადევნებთ.

ვფიქრობ, ფერანის მენტალიტეტი შეიცვალა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. მან "კადისთან" და "იუნაიტედთან" მატჩებში თავდაჯერებულობა მოიპოვა. 

ბუსკეტსს მანჩესტერში შესანიშნავი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მთელს გუნდს გაუჭირდა. ბევრად ერთიანები უნდა ვიყოთ.

რობერტოს თამაში არაერთ პოზიციაზე შეუძლია. ის ნებისმიერ მწვრთნელს გამოადგება. 

გარნაჩოს ქმედება? ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია, მაგრამ ზოგჯერ მეტი თანაგრძნობაა საჭირო. მეტოქის ქომაგებს ყველამ პატივი უნდა სცეს.

თუ ესპანეთის ჩემპიონები გავხდებით, ეჭვგარეშეა, რომ კარგი სეზონი გამოგვივა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 თებერვალი 2023 18:26
    0
    მოიგე ლა ლიგაც და კოპაც სამი ტიტული მშვენიერი გამოვა, ამდენი მოურინიომ რეალთან ერთად 3 წელიწადში ძლივს დააგროვა, თან რონალდუც ყავდა.
    ფანი [?]
    #2 25 თებერვალი 2023 20:04
    4
    ისე მტივნეული იყო მარცხის ნახვა, მაგრამ მემგონი ასე უფრო ჯობდა, ევროპა ლიგა ფინანსურად არაფერს არ შეგვმატებდა მაგრამ ლა ლიგის მოგებაში შეგვიშლიდა ხელს, ასე რომ ჯობია ლა ლიგაზე ვკონცეტრირდეთ, ხოდა გამოვვარდით თამაბარ ბრძოლაში თან თანაბარ გუნდთან, სამარცხვინო საერთოდ არ იყო, ლა ლიგა დადონ და მერე მოსაყვანია ორი ვინგერი( მესი და კვარა კარგი იქნებოდა) ახალგაზრდა ფორვარდი მაგალითად ალვარესი, ტიპს ჰოლანდი სანამ ჰყავს გუნდში ვერასდროს გამოავლენს თავის თავს, ერთი რომ შევთავაზოთ გადმოსვლა ტიპი არც დაფიქრდება ისე წამოვა,თან ლევანა აღარაა ფორმაში, მემგონი ასაკი თავისას შვება,პლიუს უს რომ დიდი თანაშების კაცი არაა და ალვარესის არგენტინული ჟილკა ისაა რაც გვჭირდება, ასევე გვჭირდება ნახევარმცველი, ტილემანსი ან ბერნანდუ, სილვა მირჩევნია მაგრამ ფინანსურად ტილემანსი ჯობია, მარჯვენა მცველად ფრინკ პონგი თუ რაცაა ეგ კარგი იქნებოდა ასევე, მოკლედ მომავლის იმედი მაქვს და ვისაც ჩავის გაგდება უნდა მართლა ღირსია სეტიენი დააბრუნონ გუნდში🙂
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 თებერვალი 2023 18:19
    3
    ლა ლიგა და კოპა თუ მოიგე მშვენიერი სეზონი იქნება მიუხედავად ჯგუფში ჩარჩენისა ხავიჯან :)))
    ევროპა ლიგას რო ვერ გავწვდებიდით შემადგენლობიდანვე ჩანდა.მანჩესტერს გამოვაგდებდით დიდი ალბათობით გავი პედრი დემბელე რო გვყოლოდა.საგანგაშო შემადგენლობაა სხვა დანარჩენი ნელ ნელა ლაგდება და დალაგდება ხალხია წასასვლელი მინიმუმ 6-7 კაცი
    მოსაყვანია 2 ვინგერი და მარჯვენა მცველი ფოდენი ვეღარ ხვდება სიტის ძირითადში და რო დაეჩალიჩონ იქნებ წამოვიყვანონ ეგ და როდრი ან როდრი და ალვარესი😃თან თუ შეულაგეს სიტის გაიზრდება შანსები წამოყვანის უარი არმგონია თქვას რომელიმემ😀🙃🙃