ბარსელონა ლას პალმასის კიდევ ერთი ტალანტით დაინტერესდა
"ბარსელონა" "ლას პალმასის" კიდევ ერთი ტალანტით დაინტერესდა. ამჯერად საუბარია 18 წლის ცენტრფორვარდზე, ელიას რომეროზე.
კატალონიურმა კლუბმა "ლას პალმასში" ტალანტების სამჭედლოს მიაგნო. პედრის შემდეგ "ბლაუგრანა" 19 წლის ალბერტო მოლეიროთი დაინტერესდა, რომელსაც "ბარსაში" გადმოსვლა კი უნდა, მაგრამ ტრანსფერი ჯერჯერობით ვერ შედგა.
ბოლო ინფორმაციით, რომელსაც Sport ავრცელებს, "ბარსას" მორიგი სამიზნე "ლას პალმასის" ახალგაზრდა თავდამსხმელი ელიას რომეროა.
18 წლის ფეხბურთელს შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია, მაგრამ მისი საყვარელი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია. რომეროს უყვარს თავისუფალი სივრცის ათვისება და გუნდს დაცვაშიც კარგად ეხმარება.
ელიას რომერომ "ლას პალმასის" 19-წლამდელთა გუნდში 21 თამაში ჩაატარა და უკვე 14 გოლის გატანა მოასწრო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]