ბარსელონა ალმერიასთან დამარცხდა | რეალ მადრიდთან სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა
"ბარსელონა" ლა ლიგის 23-ტურის შეხვედრაში "ალმერიასთან" სტუმრად 0-1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე მასპინძელთა მალელმა ცენტრფორვარდმა, ელ ბილალ ტურემ გაიტანა, რის შემდეგაც გუნდი დაცვაზე გადაეწყო.
"ბარსას" მომენტები თითქმის არ ჰქონია. გუნდმა კარში მხოლოდ ერთხელ, მატჩის მიწურულს დაარტყა, ბოლო წუთებში კი "ალმერიამ" ანგარიშის გაზრდის შანსიც მიიღო, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა პირისპირ გასულ მეტოქეს არ გაატანინა.
ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ "ბარსელონას" "რეალ მადრიდთან" უპირატესობა 10 ქულამდე გაეზარდა, სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]