ოფიციალურად: მესი და პუტელიასი საუკეთესოები არიან
FIFA-ს 2022 წლის დაჯილდოება დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ის "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის საყვარელი ფეხბურთელების წარმატებით გამოირჩა.
მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად "ბარსას" ლეგენდა და ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი ლიონელ მესი დასახელდა. FIFA-მ ის საუკეთესოდ მეშვიდედ დაასახელა. ისევე, როგორც "ოქროს ბურთზე", ლეო აქაც რეკორდსმენია.
წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ბარსელონას" კაპიტანი ალექსია პუტელიასი დასახელდა, რომელმაც ეს ჯილდო 2021 წელსაც მოიგო. პუტელიასი პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ორჯერ დასახელდა.
FIFA/FIFPRO-ს წლის ნაკრებში "ბარსელონას" 4 ქალი ფეხბურთელი მოხვდა (კირა უოლში, ალექსია პუტელიასი, ლუსი ბრონზი და მარია ლეონი), კაცებიდან კი ვერცერთი.
ცალკე აღსანიშნავია FIFA-ს ფეარ ფლეის ჯილდო, რომელიც ქართველ მცველს, ლუკა ლოჩოშვილს გადაეცა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]