ალექსია პუტელიასი ხვალ მეორე ოქროს ბურთს ჩაიბარებს - Relevo
"ბარსელონა" "ოქროს ბურთების" რაოდენობით რეკორდსმენია კაცებში და როგორც ჩანს, ხვალ რეკორდსმენი გახდება ქალებშიც.
Relevo-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ბარსელონას" კაპიტანი ალექსია პუტელიასი დასახელდება.
პუტელიასს ჯილდო ხვალ გადაეცემა. ის გახდება პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთს" მეორედ მოიგებს, "ბარსა" კი პირველი გუნდი გახდება, რომლის მუზეუმში ქალების ორი "ოქროს ბურთი" განთავსდება.
ქალებში "ოქროს ბურთი" 2018 წლიდან თამაშდება. ეს ჯილდო პირველად ადა ჰეგერბერგმა მოიგო, შემდეგ მეგან რაპინომ, გასულ წელს კი ალექსია პუტელიასმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]