ანსუ ფატიმ ფრანკ კესიეს მოუბოდიშა
"რეალ მადრიდთან" კოპა დელ რეის ნახევარფინალში გამართულ მატჩში ანსუ ფატიმ ფრანკ კესიეს გოლის გატანაში ხელი შეუშალა.
კოტ-დ'ივუარელის დარტყმული აშკარად კარში გადიოდა, თუმცა ბურთი ხაზთან ახლოს მდგომ ფატის მოხვდა და მადრიდული გუნდი მე-2 გოლს გადარჩა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ანსუმ კესიეს მოუბოდიშა. ეს უკანასკნელი თავდაპირველად ძალიან გაბრაზდა, მაგრამ შემდეგ მომხდარი მალევე დაივიწყა.
ანსუსა და ფრანკს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. აფრიკელი ნახევარმცველი ფატის პატარა ძმად მიიჩნევს და რჩევებს აძლევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]