სამწვრთნელო შტაბი რაფინიათი კმაყოფილია
ტონი ხუანმარტის ცნობით, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი რაფინიას პერფორმანსითა და მიდგომით კმაყოფილია.
ბრაზილიელი როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გარდა ამისა, კლუბი მისი მონდომებით ძალიან ბედნიერია.
ამავე წყაროს ინფორმაციით, რაფინიას მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი და 9 ასისტი აქვს და შეუძლია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში "ბარსას" მე-7 ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ერთ სეზონში როგორც გოლებში, ისე ასისტებში ორნიშნა რიცხვს მიაღწევს.
აღნიშნული შედეგი დაფიქსირებული აქვთ: ლეო მესის (8-ჯერ), ლუის სუარესს (5), ნეიმარს (3), ანტუან გრიზმანს, ალექსის სანჩესსა და სესკ ფაბრეგასს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]