მატეუ ალემანი: ბარსელონა იღბლიანია, რომ ლევანდოვსკი ჰყავს

მატეუ ალემანი: ბარსელონა იღბლიანია, რომ ლევანდოვსკი ჰყავს

ჟოან ლაპორტას მსგავსად, რობერტ ლევანდოვსკიზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე მატეუ ალემანიმაც ისაუბრა:

რობერტით ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ. მის შესაძლებლობებს ყოველდღე, ყოველ სავარჯიშო სესიაზე, ყოველ მომენტში ვხედავთ, არა მხოლოდ მატჩებში და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გოლები გააქვს.

ის ყველასთვის სამაგალითოა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ლევანდოვსკი აჩვენებს, პროფესიონალი როგორი უნდა იყოს, მაქსიმალურად როგორ უნდა დაიხარჯო, საკუთარ თავზე როგორ იზრუნო, როგორი ამბიციური იყო და ასევე იმას, თუ როგორი მენტალიტეტი უნდა გქონდეს.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც იღბლიანები ვართ, რომ რობერტი გვყავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მარტი 2023 22:05
    0
    ანუ მესი სუარესი რო გვყავდა მაშინ უიღბლოები ვიყავით?