დღეს ტერ შტეგენმა, შესაძლოა, სუბისარეტასა და ვალდესის შედეგი გააუმჯობესოს
დღეს, ლა ლიგის 28-ე ტურში "ბარსელონა" "ჟირონას" დაუპირისპირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ ტერ შტეგენი კარგს მშრალად 21-ედ შეინახავს, გერმანელი ანდონი სუბისარეტასა (20 ქლინშითი 1988/89 წლების სეზონში) და ვიქტორ ვალდესის (20 ქლინშითი 2004/05 და 2009/10 წლების სეზონებში) შედეგს გააუმჯობესებს.
"ბარსელონაში" ამ მხრივ რეკორდი კლაუდიო ბრავოს ეკუთვნის, რომელმაც 2014/15 წლების სეზონში კარი მშრალად 23-ჯერ შეინახა. ტერ შტეგენს აღნიშნული რეკორდის დასამხობად წინ კიდევ 10 მატჩი აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]