"ბარსა ბ" და სორიანო წინ მიიწევენ
29 მაისს, "სეგუნდა დივიზიონის" 41–ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ბარსა ბ" საკუთარ მოედანზე "სალამანკას" იღებდა. პატარა კატალონიელები სტუმრებს არც ისე ტკბილად გაუმასპინძლდნენ და შინ ნული ქულით გაუშვეს...
ლუის ენრიკეს "ბარსა ბ"–მ 29 მაისს საკუთარ მოედანზე "სალამანკა" მიიღო და შინ არც ისე გახარბული გაუშვა. სორიანოს, ნოლიტოსა და ბენხას გოლების წყალობით "მინი ესტადის" მკვიდრებმა სტუმრები ანგარიშით, 5–1 გაანადგურეს. მატჩში ჰეტ–ტრიკის შესრულება მოახერხა სორიანომ, რომელმაც ბიელ რიბასის კარში გოლები 56–ე, 84–ე და 90–ე წუთებზე გაიტანა. "სალამანკას" მხრიდან თავის გამოჩენა მხოლოდ ედუ ბედიამ შეძლო. ეს მან 62–ე წუთზე მოახერხა, როდესაც კატალონიელთა მხრიდან ბენხასა და სორიანოს თითო–თითოჯერ ჰქონდათ სტუმრების კარი დალაშქრული.
ამ გამარჯვებით ლუისის შეგირდებმა მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. ახლა მათ ანგარიშზე 68 ქულაა. ბოლო ტურში კი ისინი მეორე ადგილოსან "რაიო ვალიეკანოს" დაუპირისპირდებიან. "რაიოს" ფეხბურთელებმა წლევანდელ სეზონში 79 ქულის მოგროვება მოახერხეს, როდესაც პირველ ადგილოსან "ბეტისს" 80 ქულა აქვს დაგროვებული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბარსა ბ"–ს ერთ–ერთი ლიდერის, ჯონათან სორიანოს ანგარიშზე ახლა 31 გოლია. სეზონის დასრულებამდე 1 მატჩია დასრულებული, ბომბარდირთა დავაში კი მის უახლოეს მდევრად ხავი გუერა ითვლება, რომლის ანგარიშზეც 26 გოლია. ასე, რომ სასწაული თუ არ მოხდა, სორიანო 2010/11 წლების "სეგუნდა დივიზიონის" საუკეთსო გოლეადორი გახდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]