აბიდალი: "2 წლის წინ ვთქვი, რომ მესი ზედიზედ 3–ჯერ მოიგებდა ოქროს ბურთს"
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ერიკ აბიდალმა, ჟურნალისტებს გაუმხილა ის სიტყვები, რაცლიონელ მესის ორი წლის წინ უთხრა.
"მე კარგი წინათგრძნობა მაქვს ლიონელ მესისთან დაკავშირებით". განაცხადა ერიკ აბიდალმა. "ზუსტად ორი სეზონის წინ, მე მას ვუთხარი, რომ სამჯერ ზედიზედ აიღებდა ოქროს ბურთს. ვფიქრობ, რომ ლიონელი ახლა ყველაზე ახლოსაა ამ მომენტთან და ის ამას შეძლებს".
"ეს ყველაფერი ძალიან მახარებს, რადგანაც ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. რაც შემეხება მე, მსურს, რომ კარიერა სწორედ "ბარსელონაში" დავასრულო. კონტრაქტის თანახმად, კიდევ ერთი წლით შემიძლია "ბარსაში" დარჩენა, თუმცა კლუბის მესვეურებს გადაწყვეტილი აქვთ კონტრაქტის გახანგრძლივება. იმედი მაქვს, ყველაფერზე შევთანხმდებით და ამ კლუბში კიდევ დიდხანს დავრჩები". დაასრულა 31 წლის ფრანგმა მცველმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]