ტიაგოს მამა ჭორებს უარყოფს
ტიაგო ალკანტარს მამამ "Sky Sports"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჭორები მისი შვილის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება...
ბოლო დროს, სხვადასხვა სპორტულ გამოცემემაში აქტიურადაა საუბარი ტიაგო ალკანტარას ტრანსფერთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ფეხბურთელზე ძირითადად წერენ, რომ იგი სესკ ფაბრეგასის ტრანსფერში იქნება გამოყენებული, რაზეც თავად ფეხბურთელის მამა აცხადებს: "ჩვენ წავიკითხეთ ის, რაც გაზეთებში ეწერა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ტიაგო გვარდიოლას მომავალი გეგმების ერთ–ერთი ნაწილია. ჩემი შვილი "ბარსელონაში" რჩება. მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და მის დარღვევას არ ვაპირებთ. ტიაგოს პროფესიული ზრდა კვლავ სჭირდება. გასული წელი მართლაც მნიშვნელივანი იყო, თუმცა მომავალი სეზონი უკეთესი იქნება."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]