ვალენტინო როსიმ ჩავის ფეხები დაუკოცნა

ვალენტინო როსიმ ჩავის ფეხები დაუკოცნა

კატალონიის ”ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი, ჩავი ერნანდესი ეწვია GP de Catalunya-ს, სადაც შეხვდა ცნობილ მრბოლელს, ვალენტინო როსის.

მონტმელოში ჩავი თავდაპირველად მაყურებლის სტატუსით მივიდა, თუმცა მოგვიანებით ის მრბოლელებს შეხვდა. თავის მხრივ ყველაზე გამორჩეული დახვედრა მას ვალენტინო როსიმ მოუწყო.

როდესაც ჩავი იტალიელის ბოქსში შევიდა, მრბოლელი მას არამარტო თბილად გადაეხვია, არამედ არც მეტი და არც ნაკლები, მის წინაშე დაიჩოქა და ფეხები დაუკოცნა. სწორედ ასეთი ექსტრავაგანტული ჟესტით გამოხატა ვალენტინო როსიმ ”ბარსელონას” ვიცე-კაპიტნის მიმართ პატივისცემა.

ვალენტინო როსი იტალიელი მოტომბრბოლელია. მას რამდენჯერმე აქვს მოგებული MotoGP-ს მსოფლიო ჩემპიონატი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოტომრბოლელად ისტორიაში.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.