კრუიფი თვლის, რომ ”ბარსამ” რამდენიმე რეზერვისტი უნდა გაყიდოს
იოჰან კრუიფმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ”ბარსელონამ” უნდა გაყიდოს ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებიან. ზაფხულში კატალონიელებმა სერიოზული ტრანსფერები უნდა განახორციელონ, რის გამოც საჭიროა სახელფასო ბიუჯეტის შემცირება.
”თუკი შენ არ გაქვს საშუალება შეიძინო საჭირო ფეხბურთელები ამისთვის ალტერნატიული გზის მოძებნაა საჭირო. ასეთი პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ზოგიერთი ფეხბურთელის გაყიდვით. ეჭვგარეშეა, რომ აკადემიის მისია არის ფეხბურთელების პირველი გუნდისთვის მომზადება. თუ ფეხბურთელი პირველ გუნდში ვერ ხვდება მისი გაყიდვა და ფულის გაკეთება შეიძლება” - განაცხადა ”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]