ლუის სუარესი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ლუის სუარესი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

"ბარსელონას" ურუგვაელი ლეგენდა ლუის სუარესი, რომელიც ამჟამად "გრემიოში" თამაშობს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, რისი მიზეზიც ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ბრაზილიური Esportes GZH-ის ინფორმაციით 36 წლის ფეხბურთელმა "გრემიოს" წარმომადგენლებს გაუგზავნა შეტყობინებები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მას კარიერის მალე დასრულება სურს. საქმე ისაა, რომ მუხლის არეში ტკივილები სუარესს ნორმალურად თამაშის საშუალებას არ აძლევს.

მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე "გრემიოს" წარმომადგენლებსა და სუარესს შორის მალე შეხვედრა გაიმართება.

ლუის სუარესი "გრემიოში" მიმდინარე წლის იანვრიდან თამაშობს. მის აქტივში 25 თამაშში 11 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #13 22 ივნისი 2023 21:50
    0
    ამას კურკლი რო არ ეტარებინა შორტიკით და მესისთვის მხარი აება ბევრს მიაღწევდა მარა ასეა ორსამ წლიანი ფეხბურთელების ბედი დაჟე ატლეტიკო ბევრი იყო ამისთვის ამის კბენია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 21 ივნისი 2023 15:44
    2
    მერე ენახოს ექიმებს, დემბელე მთელი ცხოვრება ბიულეტენზეა, მაგრამ ფულს ზუსტად იღებს უდანაკარგოდ.
    ფანი [?]
    #11 21 ივნისი 2023 10:56
    2
    ციტატა: me da barca
    ნეტა 10-12 წლით პატარა მოგვცა ეს ბარსაში. ასეთი მკვლელი ცხრიანი ბევრი არ მეგულება. ლევანაც კარგი იყო მაგ ასაკში, მაგრამ სუა სულ სხვა დონეა.
    თუმცა მაშინ იკბინებოდა და ალიკაპი დაგვჭირდებოდა. smile

    კაროჩე ლივერპულში რომ სასწაული სეზონი ქონდა მაშინ იყო მგონი 27-28 წლის. ე იმ დროინდელი სუა რომ გვყავდეს ეხლა სადღაც 30-40 % მოიმატებდა ამ გუნდის კლასი და ძალა❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 21 ივნისი 2023 09:39
    1
    ნეტა 10-12 წლით პატარა მოგვცა ეს ბარსაში. ასეთი მკვლელი ცხრიანი ბევრი არ მეგულება. ლევანაც კარგი იყო მაგ ასაკში, მაგრამ სუა სულ სხვა დონეა.
    თუმცა მაშინ იკბინებოდა და ალიკაპი დაგვჭირდებოდა. smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 ივნისი 2023 09:13
    1
    კარგი იქნებოდა მაიამიში გვენახა მესისთან ერთად, მარა ტკივილით თამაშს ჯობს დაასრულოს კარიერა თუ ეგრე სერიოზულადაა საქმე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 ივნისი 2023 01:13
    6
    წარმატებები.
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #7 20 ივნისი 2023 23:56
    8
    ბოლო დეკადის საუკეთესო ფორვარდია და რავი ასეთი კლასნი 9 იანი იშვიათია, მაგრად მევასება და გული მწყდება რომ მიდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ივნისი 2023 23:32
    10
    "ბარსელონამ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი მოიგო <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 ივნისი 2023 23:30
    9
    ბარსა რეალი კალათბურთში 3-0 სერიაში barca-5
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #4 20 ივნისი 2023 22:58
    9
    რატომ არ წერთ გავი რომ ოფიციალურად დაარეგისტრირეს და ხავის 6 ნომრიან მაისურიც მისი რომ გახდა უკვე🤔🤔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივნისი 2023 21:50
    10
    ერთი წელი გაძელი გიჟო და ითამაშე ინტერ მაიამიში მესისთან.
    Culé [?]
    #2 20 ივნისი 2023 21:41
    19
    ეჰჰ როგორც მესია ერთადერთი და განუმეორებელი ისე სუაა ვერასდროს ვიხილავთ მსგავსს მოთამაშეებს მგონია 🥲 არასდროს არ უნდა ბერდებოდეს ეს ხალხიი….
    Culé [?]
    #1 20 ივნისი 2023 21:38
    15
    მიდის ძველი ერა