პედრიმ სეზონის წინ სპეციალური მომზადება გაიარა
ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების შემდეგ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბმა პედრის ფიზიკურ მომზადებაში სერიოზული ცვლილებები შეამჩნია. როგორც ირკვევა, ესპანელი ფეხბურთელი შვებულების დროს აქტიურად მუშაობდა.
Sport-ის ცნობით პედრი 5 კვირის განმავლობაში სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. მან ტენერიფეში იქირავა სავარჯიშოდ კარგად აღჭურვილი ვილა, ასევე დღეში ორჯერ ვარჯიშობდა სპეციალურ კომპლექსზე, რომელიც მოიცავს ორ სავარჯიშო მოედანს ბუნებრივი საფარით; კარგად აღჭურვილ მინდვრებს, სადაც შესაძლებელია როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ ვარჯიში; ოლიმპიურ აუზს; ჰიდროდინამიკურ არხს; 25-მეტრიან აუზს; ჩოგბურთის 7 კორტს და სხვა.
კომპლექსით, რომელზეც პედრი ემზადებოდა, 250-მდე გუნდს უსარგებლია, მათ შორის "ლივერპულს". ეს კომპლექსი გამოუყენებიათ ტიბო კურტუას, ასევე ცურვის გუნდებსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ცურვაში, კატინკა ხოსუს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]