ჟერარ პიკე: ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად დაგვაკლდება ბუსკეტსი

ჟერარ პიკე: ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად დაგვაკლდება ბუსკეტსი

"ბარსელონას" ლეგენდამ, ჟერარ პიკემ ცოტა ხნის წინ EFE-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორისა სერხიო ბუსკეტსის შემცვლელის საკითხიც.

სანამ ოფიციალური თამაშები არ დაიწყება, ვერ მივხვდებით, თუ რამდენად გვაკლია ბუსკეტსი.

ისტორიის ბოლო მონაკვეთში ბუსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ხელთათმანივით ერგება, რადგან მისი თამაში ძალიან კარგად ესმის. საყრდენი ნახევარმცველი "ბარსას" სტილის გუნდში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია.

გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ბუსკეტსის ადგილზე თამაში შეუძლიათ, მაგალითად ფრენკი. ასევე კლუბს შეუძლია, სატრანსფერო ბაზარს მიმართოს.

პიკემ კომენტარი "კამპ ნოუს" რემონტსა და ერთი სეზონით "ლუის კომპანის ოლიმპიურ სტადიონზე" გადასვლაზეც გააკეთა:

სიტუაცია იდეალური ნამდვილად არაა, მაგრამ "კამპ ნოუს" განახლება ჭირდებოდა. მომდევნო სეზონი უჩვეულო, განსხვავებული იქნება. თუმცა იმედი მაქვს, გულშემატკივრები სტადიონს მაინც გაავსებენ.

"ბარსელონას" პრეზიდენტობა:

რამდენჯერმე მითქვამს, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მიმაჩნია, რომ ეს დრო ახლოსაა. ამჟამად სხვა რაღაცები უფრო მიზიდავს და მინდა, მათი კეთება განვაგრძო.

ინიგო მარტინესი:

ინიგოს ესპანეთის ნაკრებში შევხვედრივარ. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში წლები გაატარა. მას უთამაშია "რეალ სოსიედადსა" და "ბილბაოში", ორ ძალიან კარგ გუნდში. მას დიდი გამოცდილება აქვს. ინიგომ ძალიან კარგია ბურთით, მას კარგი ფეხი აქვს და არც ადაპტაცია გაუჭირდება.

მარტინესთან ერთად დაცვის ცენტრი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. ამ პოზიციაზე გუნდს ჰყავს რონალდი, კრისტენსენი, აქ თამაში შეუძლია ჟიულსაც. გასულ სეზონში გუნდმა აჩვენა, რომ დაცვის მხრივ უმაღლეს დონეზეა და იმედია, ასე გაგრძელდება.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 ივლისი 2023 20:37
    0
    ნუ შენთან შედარებით ნამდვილად შეგვეტყობა, არ მეგონა თუ პიკე ასე ადვილად შესაცვლელი იყო.
    ფანი [?]
    #5 17 ივლისი 2023 09:59
    0
    Rick Sanchez, ისე როდრი კი მაგარია მარა ეგ ყველაზე მაგარი მაშინ გახდა როცა სტოუნსი შეუწყვილეს, ერთ საყრდენიან სისტემაში ისეთი ვერ იყო როგორც ორიანში და ბუსი რამდენად დიდია წარმოგიდგენიათ რო ერთ საყრდენიანში მითუმეტეს უკან მაგარი ბანძი დაცვის ფონზე მაინც უმაგრესი იყო და მეორე საყრდენზე ფიქრს არ საჭიროებდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ივლისი 2023 00:11
    0
    ვიცით... ვიცით... ერთადერთი ბუსის შემცვლელად როდრი წარმომიდგენია, თუმცა რამდენად წარმოუდგენელია ეგ ტრანსფერი ხვდებით ალბათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ივლისი 2023 18:00
    7
    დროს ვერაფერს უზამ ჟერარდ, დაბერდა სერხიოც, სადაც არის, კარგად არის ლეოსთან innocent
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ივლისი 2023 17:44
    6
    ეეეჰ ბევრჯერ ვინატრებთ ბებერ ბუსის მაგის შემცვლელი ჯერ არ დაბადებულა.
    ფანი [?]
    #1 16 ივლისი 2023 17:32
    5
    ძაან მაგარია ბუსი, და ძაან დაგვაკლდა მარა, ბუსკეციც არ ყოლიათ მაგრამ გვახევდნენ ბურთს თავზე, ბუსკეცის წასვლაზე მოთქმა არ ღირს, როცა მესი გვყვავს დაკარგული ,🤷‍♂️