უსმან დემბელემ წელიწადში 40 მილიონზე თქვა უარი
"ბარსელონას" ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს შანსი ჰქონდა, გაცილებით მეტი ხელფასი მიეღო, ვიდრე დღეს "ბლაუგრანაში" იღებს, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა.
ჟურნალისტ სანტი აუნას ცნობით საუდის არაბეთის "ალ ნასრი" მზად იყო, 26 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო გადაეხადა, თავად ფრანგისთვის კი მომდევნო 5 წლის განმავლობაში წელიწადში 40 მილიონი ეხადა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ხსენებული 50 მილიონიდან 25 მილიონი დემბელეს შეხვდებოდა.
ამჟამად დემბელე "ბარსელონასგან" წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ევროს იღებს. მან თითქმის 7-ჯერ გაზრდილ ანაზღაურებაზე თქვა უარი, რისი მიზეზიც ისაა, რომ უსმანს წარმატების "ბლაუგრანაში" მიღწევა სურს.
დემბელესა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და ცნობილია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს ორივე მხარე გამოთქვამს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]