ალ ჰილალი ლევანდოვსკის დამატებას კიდევ შეეცდება
"ბარსელონას" პოლონელ ბომბარდირს, რობერტ ლევანდოვსკის საუდის არაბეთიდან თავს არ ანებებენ.
ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ფეხბურთელმა საუდის არაბეთში თამაშსა და 150 მილიონი ევროს მიღებაზე უარი განაცხადა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით არაბები დანებებას არ აპირებენ.
კატალონიური გამოცემის ცნობით "ალ ჰილალი" შეეცდება, პოლონელს მორიგი შეთავაზება 2024 წელს გაუკეთოს. არაბები იმედოვნებენ, რომ რობერტო ერთ წელიწადში აზრს შეიცვლის.
ლევანდოვსკის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 4 წლით აკავშირებს და ცოტა ხნის წინ მან გამოთქვა ვარაუდი, რომ კარიერას "ბლაუგრანაში" დაასრულებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]