ლამინ იამალმა ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ფაბრიციო რომანო

ლამინ იამალმა ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ფაბრიციო რომანო

"ბარსელონას" 16 წლის ტალანტმა, ლამინ იამალმა კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა. ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ "ლა მასიას" ამომავალმა ვარსკვლავმა "ბლაუგრანასთან" ახალი ხელშეკრულების ყველა დეტალი შეათანხმა, რომანოს გავრცელებული ბოლო ინფორმაციით კი მხარეებმა კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურდება გუნდის ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ იგეგმება.

ახალი კონტრაქტი იამალს "ბარსელონასთან" 2026 წლამდე დააკავშირებს. შეთანხმება გარიგების კიდევ 2 წლით გახანგრძლივების საშუალებასაც ითვალისწინებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 ივლისი 2023 23:25
    0
    დიდ იმედებს ვამყარებ ამ ბიჭზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ივლისი 2023 15:58
    0
    ცოტათი ვინისიუსს გავს, იმის ნახევარი მაინც ითამაშოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 ივლისი 2023 15:17
    1
    ესეც მორიგი ტორესი ანსუ ფატია არამგონია ეს ბიჭი მესი დადგეს ან რივალდო ან რონალდინიო თუნდაც დავიდ ვილა
    --------------------
    THUGS