ბარსელონაში ფიქრობენ, რომ დემბელემ წასვლა უკვე გადაწყვიტა
ელენა კონდისის ინფორმაციით, "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ უსმან დემბელე უკვე წასულია.
კატალონიურმა კლუბს "პარი სენ-ჟერმენმა" ფრანგთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ნებართვა ოფიციალურად სთხოვა, მაგრამ "ბარსამ" უპასუხა, რომ დემბელე ხელშეუხებელია და €50-მილიონიანი გამოსასყიდი აქვს.
პსჟ-მა დემბელეს გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა, რის შემდეგაც "ბარსელონა" პესიმისტურადაა განწყობილი.
SER-ის ცნობით, ფრანგი ფიქრობდა, რომ "ბარსას" მისი გაყიდვა სურდა, მაგრამ გუშინ მატეუ ალემანიმ ფეხბურთელს აუხსნა, რომ ასე არაა. მასთან ჩავიმაც ისაუბრა და ამას კიდევ გააკეთებს.
თუ "პარი სენ-ჟერმენი" დემბელეს გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, "ბარსელონასთან" დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ ფრანგულ კლუბთან ომი დაიწყება. კატალონიური გრანდი UEFA-ს მოსთხოვს, FFP-ს წესებთან პსჟ-ის ქმედებების შესაბამისობა გამოიძიოს და ასევე, ფრანგული გუნდის ეკონომიკური ძლიერების წარმომავლობა დადგინდეს.
უსმანს "ბარსელონა" 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვამ ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის €6-€7 მილიონით მეტი მოითხოვა. "ბარსა" შეთავაზების შეცვლას არ აპირებს.
Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბლაუგრანა" ვარაუდობს, რომ დემბელე, შესაძლოა, ხვალ "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი გახდეს. პსჟ მზადაა, "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები 1 აგვისტოს შემდეგაც აწარმოოს, თუ ფრანგს გამოსასყიდი თანხის მეშვეობით ვერ შეიძენს.
Relevo-ს თქმით, ყველაფერი დემბელეს ხელშია. "ბარსა" მის გადაწყვეტილებას ელოდება, მუსა სისოკო კი თავის კლიენტს პსჟ-ის შეთავაზების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც ჟერარ რომერო იტყობინება, დალასში უცნაური სიტუაციაა. ჩავი ერნანდესი დემბელეს შეჩერებას ცდილობს, მაგრამ კლუბის წევრების ნაწილს სჯერა, რომ ის ხვალ გუნდს დატოვებს. გასახდელ ოთახში ამის გამო ძალიან ცუდი ატმოსფეროა.
პრეზიდენტ ლაპორტას არ მოეწონა, რომ დემბელეს აგენტი ამერიკაში იმყოფება. დღეს ჩავისა და დემბელეს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი, მაგრამ ამ მომენტისთვის ის წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან.
RMC Sport-ის მტკიცებით, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, უსმან დემბელე ძალიან მალე "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება, ალფრედო მარტინესი კი იუწყება, რომ ფრანგი გამოსასყიდი თანხის გააქტიურებას გამორიცხავს და სურს, ტრანსფერის შემთხვევაში კლუბები ფასზე შეთანხმდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]