ოფიციალური: ლუის ენრიკე "რომას" გაწვრთნის

ოფიციალური: ლუის ენრიკე "რომას" გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბმა "რომამ" ოფიცუალურად განაცხადა, რომ ლუის ენრიკე მარტინესი შემდეგი სეზონიდან სათავეში ჩაუდგება იტალიურ კლუბს. შეგახსენებთ, რომ ასტურიელი 3 წლის განმავლობაში "ბარსელონა ბ"–ს მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო მომდევნო სეზონიდან იგი "რომას" მწვრთნელი იქნება და მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფრომა. იტყობინება "რომას" ოფიციალური საიტი.

 

ლუის ენრიკემ 2010/2011 წლების სეზონის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, რომ აპირებდა რომელიმე დიდი გუნდის გაწვრთნას. მან მართლაც უდიდეს შედეგს მიაღწია, გაიყვანა რა გუნდი სეგუნდა დივიზიონში მესამე ადგილზე, ჩამოაყალიბა "ბარსა ბ"–ს ისტორიაში საუკეთესო გუნდი. დღეს იგი უკვე ოფიციალურად "რომას" მწვრთნელია.

 

მასთან ერთად რომში გაემგზავრებიან მისი ასისტენტებიც: ტონინ ლორენტე, რობერტო მორენო, ივან დე ლა პენია და ფიზმომზადების სპეციალისტი რაფაელ კანელასი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.