ლუის ენრიკე სამუშაოს დასაწყებად მზადაა

ლუის ენრიკე სამუშაოს დასაწყებად მზადაა

 

ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელი, ლუის ენრიკე იტალიის დედაქალაქშია და იგი ახალ გუნდთან ერთად სამუშაოს დასაწყებად მზადაა...

 

"ბარსა ბ"–ს ყოფილი თავკაცი, ლუის ენრიკე რომში ბარსელონადან ჩაფრინდა. მას რომის აეროპორტში "რომას" გულშემატკივართა არმია დახვდა. შეგახსენებთ, რომ ლუისი რომაული კლუბის მთავარ მწვრთნელად 20 ივნისს იქნა წარდგენილი.

 

ხუთშაბათს, "რეალ მადრიდისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კლუბის ახალ მფლობელთან, თომას დი ბენედეტოსთან ერთად პრეს–კონფერენციას გამართავს და ამავე დღესვე "რომას" ახალ მაისურებს წარადგენს.

 

ლუის ენრიკემ იტალიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი მთავარი ასისტენტი ყველასათვის კარგად ნაცნობი ივან დე ლა პენია იქნება. ივანის გარდა კი ლუისს რობერტ მორენო გონსალესი, ანტონიო ლორენტე და რაფაელ კანაბელიასი დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ "რომას" ღირსებას მომავალ სეზონში ბოიან კრკიჩიც დაიცავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.