ფრანკ კესიე ალ აჰლის უახლოვდება
ფრანკ კესიე "ბარსელონას" დატოვებასთან ახლოსაა.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, დღეს "ალ აჰლიმ" კოტ დ'ივუარელის შეძენისკენ ყველაზე კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. მოსალოდნელია, რომ არაბული კლუბი "ბარსას" ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს საათებში გაუკეთებს.
მორეტოს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი "ალ აჰლიში" გადასვლაზე თანახმაა.
კესიეს შეძენა "იუვენტუსსა" და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბსაც სურთ. საბოლოო გადაწყვეტილება ფეხბურთელის სურვილსა და კლუბების შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული. "ბარსა" 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]