კანსელუს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან
მარჯვენა მცველის პოზიციაზე "ბარსელონას" პრიორიტეტული სამიზნე ჟოაუ კანსელუა, თუმცა მისი დამატება იოლი არ იქნება. პორტუგალიელს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება და "ქალაქელები" მას იაფად არ შეელევიან. ამასთან ფეხბურთელს სხვა კლუბებიც ეპატიჟებიან.
ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, 29 წლის უკანახაზელით ერთ-ერთი არაბული კლუბი ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ კანსელუს საუდის არაბეთში გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობენ, მას "ბარსაში" თამაში ურჩევნია, მაგრამ კატალონიელებს ეკონომიკური მდგომარეობის გამო მისი დამატება გაუჭირდებათ.
"ბარსა" კანსელუს პირად დეტალებზე უკვე შეუთანხმდა, თუმცა კლუბის პრიორიტეტი ბერნარდუ სილვაა. "ბლაუგრანა" სხვა მარჯვენა მცველებსაც აკვირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]