ბოიანი "ბარსას" დატოვებას გეგმავს
კატალონიის "ბარსელონას" 20 წლის ფორვარდი, ბოიან კრკიჩი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისდამი ინტერესებს რომაული "რომა" გამოთქვამს, თუმცა მის ამ გუნდში გადაბარგებას არ ადასტურებს...
მოგეხსენებათ ლუის ენრიკეს "რომა" ახლა ბოიან კრკიჩით სერიოზულადაა დაინტერესებული. ბოიანი აცხადებს, რომ მას და ესპანელ მწვრთნელს საუბარი არ ჰქონიათ: "მე ლუის ენრიკესთან პერსონალური საუბარი არ მქონია, თუმცა ვიცი, რომ "რომა" ჩემით არის დაინტერესებული, რაც ჩემთვის ნამდვილად საამაყოა." ბოიანი ასევე საკუთარ თავს უფრო მეტად "ბარსას" გარეთ ხედავს, ვიდრე მის შიგნით. "ვიმედოვნებ, რომ ჩემი მომავალი რაც შეიძლება მალე გადაწყდება", – აცხადებს 20 წლის ფორვარდი.
ბოიანი აცხადებს, რომ იგი არაფერს ნანობს: "მე ახლა 20 წლის ვარ. მართალია მწვერვალები არ დამიპყრია, თუმცა რაც კლუბისთვის მაქვს გაკეთებული, იმით ვამაყობ და მინდა ვთქვა, რომ არაფერს ვნანობ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]