ბარსელონა დემბელეს ალ ჰილალში გაყიდვას ცდილობს

ბარსელონა დემბელეს ალ ჰილალში გაყიდვას ცდილობს

უსმან დემბელეს მომავალთან დაკავშირებით განახლებული ცნობები ვრცელდება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონა" დროს წელავს იმისათვის, რომ პსჟ-სა და დემბელეზე ზეწოლა მოახდინოს. Footmercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ცნობით კი კატალონიელთა მხრიდან დროის გაწელვას სხვა მიზანიც აქვს.

აუნას ინფორმაციით "ბლაუგრანას" სურს, რომ დემბელე "ალ ჰილალში" გადასვლაზე დაითანხმოს. არაბული კლუბი ფეხბურთელს წელიწადში 100 მილიონ ევროს, ხოლო საკომისიოს სახით 50 მილიონს სთავაზობს, თუმცა უსმანი უარზეა და მას პსჟ-ში გადასვლა სურს.

იმავე წყაროს ცნობით "ბარსელონას" არც კი უპასუხია პსჟ-ს შეტყობინებისთვის, რომელიც დემბელეს სამედიცინო შემოწმების ხვალ, ორშაბათს ჩატარებას გულისხმობს.

ახალ ცნობებს ავრცელებს RMC Sport-ის ჟურნალისტი ფაბრის ოუკინსიც. ეს სწორედ ის ჟურნალისტია, რომელმაც დემბელეს პსჟ-ში გადასვლაზე ინფორმაცია პირველმა გაავრცელა. მისი ცნობით "ბარსელონასა" და პსჟ-ს შორის შეთანხმება კი არსებობს, მაგრამ კატალონიური კლუბი შეთანხმებული 50 მილიონიდან 25 მილიონზე მეტის მიღებას ითხოვს და ეს აჭიანურებს ტრანსფერს. კატალონიელებს პარიზელებისთვის ტრანსფერისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ არ გაუგზავნიათ, თუმცა პსჟ ტრანსფერის განხორციელებაში მაინც დარწმუნებულია.

ოუკინსის ცნობით "ბლაუგრანამ" დემბელეს დღევანდელ ვარჯიშზე უხმო.

როგორც ირკვევა, რეალობა ასეთია - "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი" სატრანსფერო თანხაზე, 50 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ შესათანხმებელია, რამდენი შეხვდება ამ თანხიდან "ბარსას" და რამდენი დემბელეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 აგვისტო 2023 10:55
    0
    არაბებს კი გამოართმევენ მინიმუმ 50 მლნს. იმედია ამ დებილს დაითანხმებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 აგვისტო 2023 23:00
    1
    ძალიანც კარგი, ამის იმედი არც ისე და არც ასე აღარავის აქვს, მაგრამ ამ მაიმუნმა როგორ უნდა გვაჯობოს ჭკუაში და ფაქტიურად მუქთად გაიქცეს გუნდიდან რომელსაც ამხელა ხარჯი გააღებინა თავის 2-3 თამაშით და ამდენივე საგოლე პასით სეზონში. და ეს ყველაფერი 6 წლის განმავლობაში.

    ბარსა სწორედ იქცევა, ასე განაგრძეთ მეტის ღირსია ეგ ღორი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 აგვისტო 2023 18:41
    1
    ეს რა დაგემართათ დემბუზ და სისოკოვ გაგედოთ 😂😂😂😂😂
    წევრი [?]
    #3 6 აგვისტო 2023 18:10
    0
    ციტატა: MESSI 2017
    დავაი გაყიდეთ არაბეთში მაგის დედასშვეციმე 10 მილიონიც რომ შეგვხდეს მაინც როგორც ბარსას ჩაუჯვა ლივერპულთან ისე უნდა ჩაუჯვას ბარსამაც კარიერაში

    კარგით რა ყველაფერი ამმ საწყალს რომ ბრალდება ეგრეც არაა კაი გაიტანა ის გოლი და მორჩენილიყო 4-0 ჩავიდოდა ბარსა და გაღუნავდნენ 5-0 მასე რომ მიუდგე ვაიმე რა გამაზაო და ამშ 2012 წელი გაიხსენე და ნახევარ ფინალი ჩელსისთან მესიმ ძელს გაარტყა პენალტი მაშინ გადავაბრუნოთ მესიც
    Culé [?]
    #2 6 აგვისტო 2023 16:20
    8
    ეგრე მოუხდება ამას :დდ ან მოიჯვას ის 50 მილიონი მთლიანად, თუ არა და <<ცენზურის დარღვევა>> არაბეთში :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 აგვისტო 2023 16:05
    2
    ისე რასაც ვუყურებ ალბათ სულ მალე რამე ისეთი საკლუბო ჩემპიონატი შეიქმენება რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდება, აი როგორც ჩემპიონთა ლიგაა ოღონდ მსოფლიოს მასშტაბით. აბა იქეთ რონალდუ წაიყვანეს არაბებმა და თან გააყოლეს ვინც რამეს თამაშობდა, აქეთ ამერიკაში მესი დააწვა და მეორე ბარსას იქ აშენებს, თურქეთშიც ბევრი ვარსკვლავია ახლა უკვე, ჩინეთ-აიპონიის ბაზარიც უცებ გამოიღვიძებს ვინმე რომ გადავიდეს მანდ, ხოდა ევროპაში კი დარჩებიან მარტო ღლაპები😃 ან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს უფრო დაედება ფასი და ლიგის მომგები გუნდი ვეღარ წააცუნცულებს ხოლმე თასს ასე იოლად როგორც ახლაა😃
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"