ჟერარ რომერო: პენალტი არ დანიშნეს, რადგან 110-ე წუთი იყო - ეს დაუჯერებელია

ჟერარ რომერო: პენალტი არ დანიშნეს, რადგან 110-ე წუთი იყო - ეს დაუჯერებელია

ბარსელონელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო "ბარსას" სასარგებლოდ "ხეტაფეს" კარში არდანიშნულ პენალტზე საუბრობს:

ლა ლიგაში რა ხდება? გავის ხელით არ უთამაშია. ასეც რომ ყოფილიყო, "ხეტაფეს" ფეხბურთელი მას ბურთზე შეხებამდე იჭერდა, რაც ასევე პენალტი იყო. ეს დაუჯერებელია. 

მათ პენალტი არა ხელით თამაშის, არამედ იმის გამო არ დანიშნეს, რომ 110-ე წუთი იყო... ნაცნობი ისტორია... ვერაფერს ვიგებ. ძალიან გაბრაზებული ვარ.

ეს უპატიებელი ქმედებაა. ლაპორტამ საჯაროდ უნდა ისაუბროს. რაც დღეს მოხდა, სერიოზული თემაა... მუდამ ასეთ რაღაცებს ვერ შევეგუებით.

მომენტს Sport-ის ჟურნალისტი, დავიდ ბერნაბეუ რევერტერიც გამოეხმაურა:

არაუხოზე აშკარა პენალტი იყო, მაგრამ მსაჯი VAR-თან მიდის და გავიზე ხელით თამაშს აფიქსირებს. რა სკანდალი!..

სესარ სოტო გრადომ რონალდ არაუხოზე აშკარა დარღვევის გამო მადრიდელთა კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, მიზეზად კი გავის მიერ "ხელით თამაში" დაასახელა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აგვისტო 2023 16:34
    0
    ეს ძველი თემაა, მადრიდელებთან მსაჯის მიკერძოებულებაზე ლაპარაკი აკრძალული გვაქვს. მაგრამ მსაჯს რო ერთი ყვითელი მაინც მიეცა რაფინიას უხეშობამდე როცა ხეტაფეს ფეხბურთელები ან ხელით იჭერდნენ ან იდაყვს უკვე წელში ურტყავდნენ ამავე რაფინიასაც და ლევანდოვსკისაც და არც გიუნდოგანს დააკლეს .იქნებ არც ეს გაგიჟებულიყო და თავისი ჭკუით სანამ მეტოქე გაარტყავდა თვითონ არ დაესწრო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აგვისტო 2023 10:23
    3
    ბარსელონა ბოლო წამზე დანიშნული პენალტის იმედზე არ უნდა იყოს ხეტაფესთან.
    ფანი [?]
    #1 14 აგვისტო 2023 02:40
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ჩაიცვით ეს თეთრი ფორმა ბიჭო რა ვერ შეიგნეთ და ნუ ეწევით და იდიოტურ კატალონიურ პოლიტიკურ პიარს
    გავის მომენტი ხო ცალკე პენალტი იყო რეალმააგით არ გამოაგდო იუვე? ხო ყველა აღოარებდა რომ ეგ სამართლიანი პენალტი იყო აქ რატო არ იყო ეგრე?
    ჩაიცვით თეთრი ფორმა და ეგებ 5 პენალტი მაინც დაგვიდონ სეზონში

    გავის ხელი ჩანს მარტო რო მოხვდა.სხვა მანდ რა ჩანს?რო იჭერს გავის ხეტაფეს მცველი ის ჩანს თუ არაუხოს რო ფეხი ამოსხო ეგ ჩანს?