ჩავიმ "გამოგონილი ხელი" განზრახ ახსენა

ჩავიმ "გამოგონილი ხელი" განზრახ ახსენა

ჩავი ერნანდესმა "ხეტაფესთან" გამართულ მატჩში მსაჯის მიკერძოებული მოქმედებების გამო ლა ლიგა მკაცრად გააკრიტიკა. 

"ბარსელონას" თავკაცი კომპენსირებულ დროში რონალდ არაუხოზე თამაშის წესის დარღვევისთვის არდანიშნულ პენალტსაც შეეხო და განაცხადა, რომ არბიტრმა გავის მიერ "ხელით თამაში" უბრალოდ გამოიგონა. 

ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავიმ "გამოგონილი ხელი" განზრახ ახსენა, რათა სასჯელი თავიდან აერიდებინა - "ბარსას" თავკაცს კარლო ანჩელოტის შარშანდელი განცხადებები არ დავიწყებია, როცა იტალიელმა სპეციალისტმა "რეალ მადრიდსა" და "ჟირონას" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "მსაჯმა პენალტი გამოიგონა".

მაშინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანჩელოტის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, მაგრამ გამოძიების შემდეგ "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი არ დაისაჯა. შესაბამისად, თუ ჩავის გუშინდელი განცხადების გამო სანქცია დაეკისრება, ეს ესპანურ ფეხბურთში აშკარა ორმაგი სტანდარტის ნიშანი იქნება.

გავრცელებული ცნობებით, ჩავი ერნანდესი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს და გუნდს "კადისისა" და "ვილიარეალის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამიდან ვერ გაუძღვება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 აგვისტო 2023 12:02
    1
    გუნდი მოქოქოს და მაგის იქ ყოფნა არავის აინტერესებს. მესი საერთოდ აღარ უსმენდა ხოლმე ზოგიერთ მწვრთნელს, სეტიენის თამადობით.
    Culé [?]
    #4 15 აგვისტო 2023 11:56
    0
    ციტატა: MESSI 2017
    კაი ახლა ლა ლიგის პროდუქტს რომ ნაგავის უწოდა მაგაზე დისკვალიფიკაციას როგორ არ მიცემენ კი სიმართლე თწვა ყველაფერი მარა მაინც

    ციტატა: Chico
    მოდით სიმართლე ვთქვათ, ნამდვილად შეეხო ბურთი გავის ხელს, მაგრამ ხელი გაშლილი ჰქონდა და დამცველი იყო მაგ ხელზე ჩაბღაუჭებილი და ქაჩავდა. შეეძლო დაენიშნა პენალტი, მაგრამ გავი დააჯარიმა. ნამდვილად შესცოდა გუშინ მსაჯმა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ ბარსას წინააღმდეგ იყო განწყობილი. იმათაც აძლია ყვითელი ბარათები და ერთი გააძავა კიდევაც. ბარსაც უხეშობდა და რაღაცეებს პატიებდა, ეგერ არაუხოს არ აჩვენა ყვითელი ბარათი, მეკარეობა რომ მონდომა. ესეთი ტიპის მსაჯია ეტყობა, მატეო ლაოსის არ იყოს.... საერთოდ დაბალია ესპანელი მსაჯების დონე...

    მატო ლაოსის ბარსას არ მოწონებაის სერიოზულად გეპარება ეჭვი?😂 ან გუნოდგანს რომ იდყავი გლიჯეს მკერდში ეგ წითეკი არ იყო? ბორდალასი რომ მოედანზე შევარდა ეგ არ იყო წითელი და ჩავიმ რომ ხელების შლა დაიწყო ეგ იყო?😂 ან გავის მომენტის თუ ხეკი ჩათვალა მაშინ ხეტაფეს მცველმა რომ თავიასიანს გაარტყა ხელში ეგეც პენალტია გავის ბურთი ხელზე მოწინააღმდეგის ფეხიდან ხვდება მას შემდეგ რაც გავის ქაჩავენ და ფეხს სახესთან უწევენ ეგ თუ რეალისთვის პენალტი იყო იუვესთან ეს რატომ არ იყო?
    . მეგობარო, მე არ მითქვმს რომ რაც შენ ჩამოათვალე არ იყო დასასჯელი, ნამდვიად იყო, მაგრამ ბარსაც უხეშობდა და იყო მომენტები, სადაც ბარსასაც არ სჯიდა, იმათაც ბევრი ყვითელი მისცა და წითელიც, ამიტომ მე ასე მგონია, რომ მთლად მიმხრობაც არ იყო, უფრო მსაჯის უნიათობას ვაწერ. კი იყო პენალტი, კი ხელიც იყო გავიზე, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ გაშლილ ხელზე დამცველი იყო ჩამოკიდებუი და არ აძლევდა მოხრის საშუალებას. დასაშვებია, რომ მსაჯი ბარსას წინააღმდეგაც იყო, განსაკუთრებით ბოლოსკენ. შეიძლება ჩავიზეც გაბრაზებულბიყო და სპეციალურად აკეთებდა. ვერ იტყვი ზუსტად, ბევრი ასპექტია. ისიც შეიძლება, რომ ნეგეირას საქმის გამო, მსაჯებს მითითება აქვთ, რომ ბარსას მეტი სიმკაცრით მოექცნენ... ლა ლიგის ფაქტორი, რეალის ფაქტორი და სხვა კიდევ... მაგრამ ეს ახალი არ არის და ბარსა ამისათვის მზად უნდა იყოს. აბა საქმეა ეს, რაფინიამ ძალად გაიგდო თავი და ჩავიც წითელს შემდეგ გასასვლელთან დარჩა. თვითონვე აძლევდნენ მსაჯს დასჯის საბაბს, ისიც სარგებლობდა. საბოლოო ჯამში მატჩის რეზულტატი არ შეიცვლება, მსაჯი არ დაისჯება,, და მხოლოდ ბრასას არ ეყოლება შემდგომ მატჩებში მწვრთნელი და თავდამსხმელი. აბა ვინ მოიგო ამ სიტუაციაში? ბარსამ ნამდვილად არა. ეს სეზონი ძალიან მძიმე იქნება. ბარსას წინაღმდეგ აღსდგებიან როგორც სხვა გუნდები, ასევე მსაჯებიც და ჩინოვნიკებიც, ყველა მოინდომებს ბარსას დაჩაგვრას, ამოტომ მწვრთნელიც და მოთამაშეებიც ამისათვის მორალურად მზად უნდა იყვნენ....
    Culé [?]
    #3 15 აგვისტო 2023 01:10
    6
    პენალტი რომ 100 პროცენტით იყო,ამაზე არა ლაპარაკი, ხეტაფე რომ ძალიან უხეშობდა,მაგიც სიმართლე არის, მსაჯი რომ უბერავდა ესეც გასაგებია, მაგრამ ბარსამ ხეტაფეს ნაირ გუნდებთან არ უნდა მიიყვანოს საქმე110 წუთზე პენალტს დანიშნავს მსაჯი თუ არა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 აგვისტო 2023 00:44
    1
    ნეტა ეგეთი ჭკვიანი მწვრთნელობაში იყოს.
    Culé [?]
    #1 15 აგვისტო 2023 00:16
    1
    მოდით სიმართლე ვთქვათ, ნამდვილად შეეხო ბურთი გავის ხელს, მაგრამ ხელი გაშლილი ჰქონდა და დამცველი იყო მაგ ხელზე ჩაბღაუჭებილი და ქაჩავდა. შეეძლო დაენიშნა პენალტი, მაგრამ გავი დააჯარიმა. ნამდვილად შესცოდა გუშინ მსაჯმა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ ბარსას წინააღმდეგ იყო განწყობილი. იმათაც აძლია ყვითელი ბარათები და ერთი გააძავა კიდევაც. ბარსაც უხეშობდა და რაღაცეებს პატიებდა, ეგერ არაუხოს არ აჩვენა ყვითელი ბარათი, მეკარეობა რომ მონდომა. ესეთი ტიპის მსაჯია ეტყობა, მატეო ლაოსის არ იყოს.... საერთოდ დაბალია ესპანელი მსაჯების დონე...