რა შემთხვევაში დათანხმდება ჩავი ერნანდესი ჟოაუ ფელიშის ტრანსფერს?
ნეიმარის ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ "ბარსელონა" სხვა შემტევებზე უნდა გადაერთოს - უსმან დემბელეს წასვლის გამო გუნდს მინიმუმ ერთი ახალი თავდამსხმელი სჭირდება.
ერთ-ერთი კანდიდატი ჟოაუ ფელიშია, მაგრამ, ხავი მიგელის ცნობით, ჩავი ერნანდესი (რომელსაც პორტუგალიელი დიდად არ მოსწონს) მის ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კატალონიური კლუბი მანამდე მარჯვენა მცველსა (ხუან ფოიტი/ჟოაუ კანსელუ) და შემტევ ნახევარმცველს (ბერნარდუ სილვა/ჯოვანი ლო სელსო) შეიძენს.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს ფელიშის "ბარსელონაში" ტრანსფერი სურს და ამაზე ბოლომდე იმუშავებს. თავის მხრივ, "ბარსამ" მათ შეატყობინა, რომ საქმე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე ვერ მოგვარდება.
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" ანსუ ფატი-ჟოაუ ფელიშის ბარტერი შესთავაზა, მაგრამ მადრიდელებმა უარი განაცხადეს, რადგან მათ მხოლოდ თანხა სურთ. ამასთან, ანსუს პრიორიტეტი "ბარსაში" დარჩენაა, მაგრამ ესმის, რომ კლუბი მას ხელშეუხებლად არ მიიჩნევს. გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ფატი მხოლოდ საუკეთესო ვარიანტებს განიხილავს.
ფაბრიციო რომანოს თქმით, ჟოაუ ფელიშის საკითხი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებშიც კი აქტუალური იქნება. ის "ბარსელონაზე" ოცნებობს, რის გამოც ბევრი შეთავაზება დაბლოკა, მათ შორის, საუდის არაბეთიდანაც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]