ბარსელონა ჟოაუ კანსელუს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა
ხავი მიგელის ცნობით, "ბარსელონა" ჟოაუ კანსელუს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.
პორტუგალიელი უნივერსალი კლუბის დასახმარებლად ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდა. ახლა მთავარია, "ბარსამ" შეთანხმებას "მანჩესტერ სიტისთან" მიაღწიოს.
ამასთან, Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს ივან ფრესნედას ვარიანტი ჯერ არ გამოურიცხავს - "ბლაუგრანა" მის დამატებაზე კანსელუს ტრანსფერის შემთხვევაშიც იფიქრებს. "ბარსელონა" მზადაა, "ვალიადოლიდს" 18 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ €9+€6 მილიონი შესთავაზოს.
ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფრესნედას 1 წლით განათხოვრებას აპირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]