სერჟინიო დესტი პსვ-ს უახლოვდება

სერჟინიო დესტი პსვ-ს უახლოვდება

სერჟინიო დესტი ნიდერლანდებში დაბრუნებასთან ახლოსაა.

ნიდერლანდელი ჟურნალისტის რიკ ელფრინკის ინფორმაციით, "პსვ ეინდჰოვენი" "ბარსელონას" ამერიკელის იჯარით დამატებაზე შეუთანხმდა. ამ ინფორმაციას ტონი ხუანმარტიც ადასტურებს. ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, პსვს დესტის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება. ეინდჰოვენური კლუბი ფეხბურთელის ხელფასის ნახევარს გადაიხდის.

დესტი ნიდერლანდებში უახლოეს საათებში გაფრინდება. შესაძლოა, მან სამედიცინო შემოწმება დღესვე გაიაროს და ახალ გუნდს დაუყოვნებლივ შეუერთდეს, რათა სამშაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

22 წლის უკანახაზელმა, რომელიც "ბარსამ" 2020 წელს "აიაქსიდან" დაიმატა, გასული სეზონი იჯარით "მილანში" გაატარა. მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #14 20 აგვისტო 2023 17:45
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ეს მაგარი იციან ხელფასის ნახევარის გადახდა ნეტა სიტიც თუ გადაიხდის კანსელუს ხელფასის ნახევარს
    გაისად ფირმპონგი მიტომა და ალვარეზია მოსაყვანი თუ გიმარაეშსაც დაითრევენ კარგი იქნება

    უფ კარგი სურვილები გაქვს მეგობარო🙂 გვარდიოლასაც ხომ არ აბრუნებ და იქნებ ბელინგემიც წავართვათ ჩემი ხათრით რეალს👍
    ფანი [?]
    #13 20 აგვისტო 2023 17:22
    0
    ჯანდაბას იყოს ნახევარი ხელფასი თუ ვალდებული იქნებოა რომ მომავალ წელს იყიდოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 20 აგვისტო 2023 17:10
    1
    განა რამდენი აქვს, რომ მთლიანად ვერ იხდიან. ყველა წუწურაქი ჩვენ გვეტენება.
    ფანი [?]
    #11 20 აგვისტო 2023 16:11
    1
    ზუსტად ვიცოდი ასეთი პირობებით გაუშვებენ. სავარაუდოთ იგივე იქნება ლენგლეს შემთხვევაში. ნუ თუ არაბებმა წაიყვანეს შეიძლება 67000 დირჰემი მოგვცენ🤣 ჩვენი ტრანსფერების გიგანტები❤️
    [?]
    #10 20 აგვისტო 2023 15:55
    0
    ციტატა: Zura Gviniashvili
    ციტატა: CuleTillIDie
    მომავალ წელს მოენ*რევა უკან რა აზრი აქ

    ის აზრი აქვს რომ ამის სახეს არ დავინახავთ ზამენაზე და ის მაინც გვეცოდინება ხელფასს რომ არ გადავუხდიტ არაფეხბურთელს

    ნახევარი მაინც უნდა ვუხადოთ აზრი?
    ფანი [?]
    #9 20 აგვისტო 2023 15:25
    0
    ციტატა: CuleTillIDie
    მომავალ წელს მოენ*რევა უკან რა აზრი აქ

    ის აზრი აქვს რომ ამის სახეს არ დავინახავთ ზამენაზე და ის მაინც გვეცოდინება ხელფასს რომ არ გადავუხდიტ არაფეხბურთელს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 აგვისტო 2023 15:08
    1
    ლენგლეზე რა ხდება ? ლენგლეს მოშორებაა მნიშვნელოვანი მაღალი ხელფასი მაგას ააქვს უფრო ვიდრე ამ რახიტიანს
    Culé [?]
    #7 20 აგვისტო 2023 15:07
    1
    მომავალ წელს მოენ*რევა უკან რა აზრი აქ
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #6 20 აგვისტო 2023 14:54
    0
    რა დონის ნაგავია ტიპი, 2-3 მილიონის დაზოგვის გამო უშვებენ, ნუ ეგ ცალკე თემაა 10 მილიონი რომ ექნება გამოსასყიდი და ეგეც მაგათ სურვილზე იქნება დამოკიდებული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 აგვისტო 2023 14:40
    4
    გამოსყიდვის უფლება? ანუ ნახევარ ხელფასს ჩვენ გადავუხდით და ვალდებულებასაც არ კადრულობენ, რომ 100%-ით წაიყვანენ? მაგრად ვყავართ დაჩმორებული მე მგონი მთელ ევროპას.
    Culé [?]
    #4 20 აგვისტო 2023 14:24
    0
    ხელფასის ნახევარი კიდე ამათ უნდა იხადონ :დდ კაროჩე ყველა დებილი ბარსელონამ როგორ იყიდა რო 10 მილიონადაც ვერ გაუყიდიათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 აგვისტო 2023 13:38
    1
    ნახევარ ხელფასს ბარსა გადაიხდის და იჯარაც სავალდებულო არაა😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 აგვისტო 2023 13:24
    0
    მუნდიალზე არა უშავდა ამას და ჯერ 22 წლისაა, ეინდჰოვენისნაირ გუნდში წესით უნდა გაქაჩოს და არც ჰოლანდიელები დარჩებიან წაგებულები
    ფანი [?]
    #1 20 აგვისტო 2023 13:18
    2
    11 დღე დარჩა .სასწრაფოდ უნდა მოვიშOროტ ეს და ლენგრე და დავიმატოთ მინიმუმ კანსელო