ბარსელონას მოჰამედ კუდუსის დამატება სურს
დავიდ ბერნაბეუს ინფორმაციით, "ბარსელონა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მოჰამედ კუდუსის შეძენას შეეცდება.
"ბარსას" და "აიაქსს" შორის შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. კატალონიელების სურვილი კუდუსის იჯარის წესით დამატებაა, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით. "აიაქსმა" კი მოჰამედს ფასი დაადო, კლუბი 23 წლის ფეხბურთელს 40 მილიონ ევროზე მეტი თანხის სანაცვლოდ შეელევა.
განელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ჩელსი", "ბრაიტონი" და "ვესტ ჰემიც" იჩენენ.
კუდუსი მარჯვენა გარემარბია, თუმცა მას ცენტრალური თავდამსხმელის და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]