ტოტენჰემი ლო სელსოს ბარსაში გაშვებაზე უარს ამბობს და არც ლანგლეს შეძენა სურს
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ჯოვანი ლო სელსოს იჯარით აყვანა სურდა, მაგრამ "ტოტენჰემმა" შეთავაზება დაბლოკა.
კატალონიურ კლუბში მიიჩნევენ, რომ თუ რამე რადიკალურად არ შეიცვლება, არგენტინელის დამატება თითქმის გამორიცხულია.
ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები შეჩერებულია კლემან ლანგლეს თაობაზეც, რაც "სპურსიდან" ანტონიო კონტეს წასვლამ გამოიწვია.
ფრანგი მცველის გარემოცვა ტრანსფერს არ გამორიცხავს, მაგრამ აღიარებს, რომ "ტოტენჰემის" ახალი მწვრთნელი, ანგე პოსტეკოგლუ მისით ნაკლებად დაინტერესებულია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]