ოფიციალურად: ტერ შტეგენმა კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 3 წლით, 2028 წლამდე გაახანგრძლივა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
გერმანელმა მეკარემ ახალ ხელშეკრულებას ხელი დღეს "კამპ ნოუს" ოფისში ჟოან ლაპორტასა და ბორდის სხვა წევრების თანდასწრებით მოაწერა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ტერ შტეგენმა ძველი კონტრაქტით, 2025 წლამდე, დარჩენილი ხელფასის ნაწილი გადაივადა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი ანაზღაურება 30%-ით შეიმცირა. გერმანელი ამით "ბარსას" ფეხბურთელების დარეგისტრირებაში დაეხმარება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]