ფერმინ ლოპესი ხვალ ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ფერმინ ლოპესი ხვალ "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.
20 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში "ბარსა ატლეტიკის" შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდებოდა, რის გამოც "ლინარესში" გაანათხოვრებს, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და 40 მატჩში 12 გოლი/4 ასისტი მიითვალა.
წელს ფერმინმა ჩავი ერნანდესის ყურადღება მიიქცია და პრესეზონზე "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა - ჯერ შორეული დარტყმით დიდებული გოლი გაიტანა, შემდეგ კი ფერან ტორესს ლამაზი ასისტი გაუკეთა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლოპესის ანგარიშზე, ჯერჯერობით, 1 მატჩია. ჩავიმ ის მოედანზე "ვილიარეალთან" 4-3 მოგებულ შეხვედრაში შეიყვანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]