ანტიჩი: "აქტიურ მესისთან ერთად, "ბარსელონამ" თამაში გააუმჯობესა"

ანტიჩი: "აქტიურ მესისთან ერთად, "ბარსელონამ" თამაში გააუმჯობესა"

კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მწვრთნელმა, რადომირ ანტიჩმა "ლურჯ-ბროწეულისფრების" უკანასკნელი თამაშები გააანალიზა. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გუნდის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ბარსელონა" მას შემდეგ გააძლიერა, რაც მწყობრში ჩადგა, თუმცა ანტიჩი თვლის, რომ არგენტინელი თავის ოპტიმალურ ფორმაში ჯერაც არ იმყოფება. იტყობინება, ესპანური პრესა.

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მესიმ კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. მას უბრალოდ მცირე დრო სჭირდება იმისათვის, რომ მოედანზე თავი კვლავ კომფორტულად იგრძნოს. გაცილებით უფრო აქტიურ მესისთან ერთად "ბარსელონამ" თამაში გააუმჯობესა." - განაცხადა, ანტიჩმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.