კუნდეს ტრავმა სერიოზული არ ჩანს
"გრანადასთან" დაპირისპირების პირველ ნახევარში "ბარსელონას" მცველმა, ჟიულ კუნდემ მარცხენა ფეხზე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
Sport-ის ინფორმაციით, პირველადი დაკვირვების საფუძველზე, ფრანგის ტრავმა სერიოზული არ ჩანს და გუნდის ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
კუნდე დამატებით სამედიცინო შემოწმებას ქალაქ ბარსელონაში დაბრუნებისას გაივლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რა პერიოდის გაცდენა მოუწევს.
ამ მომენტში "ბლაუგრანას" ტრავმირებულ ფეხბურთელთა შორის არიან: პედრი, ფრენკი დე იონგი, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი და ახლა უკვე კუნდეც.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]