ბალდე ბარსელონას ტრავმირებული უბრუნდება
"ბარსელონას" ლაზარეთში მატებაა. გუნდს ნაკრებიდან ტრავმირებული უბრუნდება სასტარტო მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდე.
გუშინ ესპანეთის ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა. 19 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ დაადასტურა, რომ ბალდეს შეცვლის მიზეზი დაზიანება იყო.
ალეხანდრომ ნაკრები უკვე დატოვა და ის ბარსელონაში დაბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.
ესპანეთის ნაკრები გუშინდელ თამაშამდე ტრავმირებულმა დატოვა ლამინ იამალმაც, ასევე დაზიანებები აქვთ რაფინიას, ფრენკი დე იონგს, პედრისა და რობერტ ლევანდოვსკის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]